aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ცოლის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანისთვის 44 წლის მამაკაცი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 44 წლამდე ასაკის კაცი, ცოლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს, დედამთილს კი ბრალი წარუდგინეს.

შემთხვევა თეთრიწყაროს რაიონში მოხდა.

გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ დაკავებულმა მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა. შსს-ს ცნობით, ბრალდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ქალს სისტემატურად ამცირებდა და მასზე ემოციურად ზემოქმედებდა. აღნიშნულის გამო, ქალმა თვითმკვლელობა სცადა და თვითდაზიანება მიიყენა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობა დაზარალებულის დედამთილის მხრიდანაც ვლინდებოდა, რის გამოც მას ბრალი წარუდგინეს.

იტვირთბა....