aviabiletebi
მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სოციალური ქსელი

გოცირიძე – ზურაბიშვილის განცხადებები, შესაძლოა, დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობების გაუარესების მიზეზი გახდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში “ბრექსიტთან” დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.

“დიდი ბრიტანეთი გავა თუ არა ევროკავშირიდან, ეს არის ამ ქვეყნის გადასაწყვეტი და რატომ ჰყოფს სხვის საქმეში ცხვირს უკვე მეორედ სალომე ზურაბიშვილი? რომ ამბობს, სიამოვნებით დაიკავებს მის ადგილს საქართველოო, ვერ ხვდება, რომ ძალიან დიდ უაზრობას ამბობს და რომ ევროკავშირში გაწევრიანება ადგილის გამონთავისუფლებით არ ხდება?

მისი ეს განცხადებები დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობების გაუარესების მიზეზი შეიძლება გახდეს.
აუხსნას მთავრობამ, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუციით მას არა აქვს საგარეო საკითხებში მთავრობისაგან შეუთანხმებელი განცხადების გაკეთების უფლება. მთავრობას არასდროს გამოუხატავს ბრექსიტთან დაკავშირებით მსგავსი დამოკიდებულება”, – აცხადებს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის ადგილს საქართველო დიდი სიამოვნებით დაიკავებდა.

იტვირთბა....