aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვეცდებით, უსაფრთხოების საბჭოს აპარატი იყოს სრულად აპოლიტიკური” – გახარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, გიორგი გახარიამ, უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეცდებიან უსაფრთხოების საბჭოს აპარატი იყოს სრულად აპოლიტიკური და იყოს პროფესიული, მაღალი დონის ექსპერტებით წარმოდგენილი

„ეს იყო მეორე შეხვედრა ექსპერტებთან. ჩვენ, ასე ვთქვათ, თადარიგი დავიჭირეთ და წინასწარ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. რეალურად, ჩვენ ვთვლით, რომ სისტემური ანალიზის ნაწილში ექსპერტების დახმარება გვჭირდება. ვეცდებით, რომ უსაფრთხოების საბჭოს აპარატი იყოს სრულად აპოლიტიკური, პროფესიული, მაღალი დონის ექსპერტებით წარმოდგენილი და ეს იყო ამ კომუნიკაციის ყველაზე კარგი ფორმატი. ჩვენ ამ კომუნიკაციას გავაგრძელებთ და ვთვლით, რომ ქვეყანაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეფექტურად მომუშავე უსაფრთხოების საბჭო, რომელიც იქნება პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო, დაეხამრება პრემიერ-მინისტრს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ღრმა სისტემური ანალიზის მეშვეობით” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისვიე თქმით, ადეკვატურად არის შეფასებული ის საფრთხეები, რომელშიც ქვეყანას უწევს ყოველდღიური ცხოვრება.

იტვირთბა....