aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“წმინდა მარიამი თავად დაიცავდა ასეთ ხალხს” – LGBT აქტივისტს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლონელი სამოქალაქო აქტივისტები, რომელებმაც ღვთისმშბელი მარიამისა და ყრმა იესოს ხატები LGBT თემატიკის შინაარსით მორთეს, აცხადებენ, რომ ამ ფორმით ქვეყნის კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულებას აპროტესტებენ უმცირესობის მიმართ.

“ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში, ევროპის ცენტრში მსგავსი პრობლემები კვლავ იყოს”, – აღნიშნა BBC-სთან საუბრისას სამოქალაქო აქტივისტმა ელისაბედ პოდლესნმა.

“არავინ არ უნდა დაიჩაგროს საზოგადოების მხრიდან, სექსუალური ორიენტაცია არ არის ძალადობა ან დანაშაული და წმინდა მარიამი თავად დაიცავდა ასეთ ხალხს კათოლიკური ეკლესიისა და მისი მღვდლებისაგან” , დაამატა მან.

ფოტოსურათზე გამოსახულია “ჩესტეჰოვას ღვთისმშობლის” ხატი, მე-17 საუკუნით თარიღდება და ცნობილია როგორც “პოლონეთის დედოფალი”.

პოდლესნა ასევე მუშაობს, როგორს ფსიქოთერაპევტი ერთ-ერთ საავადმყოფოში. გასულ კვირას კი იგი პოლიციის ოფიცრებმა დააკავეს და, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ძალადობის წახალისების გამო,2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ვითარებას საკუთარი tweeter – ის გვერდზე გამოეხმაურა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და დაწერა, რომ “ყველა წინააღმდეგობა, რომელიც თავისუფლებას ებრძვის და, ასევე, “ტოლერანტობაც” არ აძლევს არავის უფლებას, შეურაცხყოს ვინმეს პირადი გრძნობები და მრწმამსი”.

იტვირთბა....