aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„სამწუხაროდ, შევეჩვიეთ, როდესაც სამართალდამცავი ფრაგმენტულად ავრცელებენ ინფორმაციას და ამით ხდება საზოგადოებრივი აზრის შექმნა” – სალაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“თუ მალხაზ მაჩალიკაშვილმა რეალურად დაგეგმა პროცესების წარმართვა ისე, რომ ტერაქტი ყოფილიყო ჩადენილი, ცხადია, უნდა იყოს მიღებული სხვა ზომებიც”, – ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ სულხან სალაძემ ჟურნალისტებს სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ საზოგადოება შეეჩვია, სამართალდამცავი ორგანოები, რიგ შემთხვევაში, ფრაგმენტულად ავრცელებენ ინფორმაციას.

მისივე აზრით, ის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, ბევრს არაფერს ამბობს გარდა იმისა, რომ ერთი კონკრეტული დღის ჩანაწერია ,როგორც ამას სუს-ი აცხადებს.

„სამწუხაროდ, ჩვენ შევეჩვიეთ, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები რიგ შემთხვევაში ფრაგმენტულად ავრცელებენ ინფორმაციას და ამით ხდება საზოგადოებრივი აზრის შექმნა. ვფიქრობ, რომ აუცილებელია უფრო მეტი ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიეწოდოს საზოგადოებას, ვინაიდან ის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, ბევრს არაფერს ამბობს გარდა იმისა, რომ ერთი კონკრეტული დღის ჩანაწერია ,როგორც ამას სუს-ი აცხადებს. თუმცა, ვიცით, რომ გამოძიება ჯერ კიდევ გასული წლის მაისშია დაწყებული და იმ დროიდან მოყოლებული თუ ეს პროცესი მიმდინარეობდა, ლოგიკური იქნებოდა, რომ უსაფრთხოების სამსახურს მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა საზოგადოებისთვის. როდესაც სუს-ი დაბეჯითებით საუბრობს, რომ 23 მარტს ნამდვილად იყო ასეთი საუბარი კონკრეტულ პირებს შორის, ცხადია, უნდა გვითხრან, რას ემსახურება მხოლოდ ამ ინფორმაციის გასაჯაროება. ამასთან, თუ ამ ადამიანმა რეალურად დაგეგმა ამ პროცესების წარმართვა იმ მხარეს, რომ ტერაქტი ყოფილიყო ჩადენილი, როგორც თავად აცხადებენ, ცხადია, უნდა იყოს მიღებული სხვა ზომებიც. ძალიან ცუდია ის, რომ გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვთ ხელი მოწერილი ადვოკატს და ერთ-ერთ გამოკითხულ პირს, ეს ნიშნავს, რომ პროკურატურას, გამოძიებას ექნებათ საშუალება მათთვის სასურველ ინფორმაციაზე ისაუბრონ, ხოლო მეორე მხარე ვერ ისაუბრებს ღიად იმ პროცესზე, რაზეც იქნება საუბარი გამოძიების პროცესში”,- განაცხადა სალაძემ.

იტვირთბა....