aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პანკისელები, მაჩალიკაშვილის დაკითხვის პარალელურად, დუისში მის მხარდამჭერ აქციას გამართავენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს, პანკისის ხეობაში მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია იგეგმება. ადგილობრივები 15:00 საათზე, სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვის პარალელურად, სოფელ დუისის ძველ მეჩეთთან აპირებენ შეკრებას და განცხადების გაკეთებას.

მისივე თქმით, აქცია მშვიდობიანი იქნება და მალხაზ მაჩილიკაშვილს სუს-ში დაბარებასთან დაკავშირებით თანადგომას გამოუცხადებენ.

“დღეს ლოცვის შემდეგ შევიკრიბებით და მალხაზ მაჩალიკაშვილს მხარდაჭერას გამოვუცხადებთ. ვაპირებთ განცხადების გავრცელებას, თუმცა ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, უფროს ხალხთან ერთად მოვილაპარაკებთ და გავასაჯაროებთ,” – განაცხადა სულხან ბორძიკაშვილმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სავარაუდოდ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა გუშინვე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.

 

იტვირთბა....