aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღვინის ქართული კომპანია, სასმელს პუტინის ფორმის ჭურჭელში ასხამს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქინძმარაული რუსეთის პრეზიდენტის ფორმის თიხის ჭურჭელში ქართულმა ღვინის კომპანიამ ჩამოასხა. ამის შესახებ ინფრმაციას რუსთავი 2 ავრცელებს. კომანიას ფოტო აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვართან მდებარე ერთ-ერთი მაღაზიიდან მიაწოდეს.

კომპანია „იბერია“ “პუტინის ღვინოს” 50 ლარად ყიდის. ამავე კომპანიის თბილისის მაღაზიაში „კურიერს“ განუცხადეს, რომ პუტინის შეფუთვით ქინძმარაული დედაქალაქშიც იყიდებოდა. ამავე მაღაზიაში, თითქმის, ყველა თაროზე დევს იოსებ სტალინის და საბჭოთა სიმბოლიკით ეტიკეტირებული ღვინის ბოთლები.

”იბერიის“ ხელმძღვანელი კი ამტკიცებს, რომ პუტინის ეტიკეტით ღვინოს არ აწარმოებენ. ვასილ სიდამონიძის განცხადებით, კომპანია სტალინის და საბჭოთა სიმბოლიკის ჭურჭელში ღვინოს მოგების მიზნით ასხამს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონის თავისუფლების ქარტიის მიხედვით, საჯარო სივრცეში საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება აკრძალულია. თუმცა, ამავე კანონის თანახმად, იოსებ სტალინი საბჭოთა სიმბოლოდ არ ითვლება. მწერალი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ კანონი შავი ხვრელების შესაძლებლობას არ უნდა ტოვებდეს.

 

იტვირთბა....