aviabiletebi
ახალი ამბები

“გამოქვეყნებული ჩანაწერი არა სატელეფონო, არამედ მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მის ძმისშვილს შორის უშუალო კომუნიკაციაა” – სუსი

“გამოქვეყნებული აუდიომასალა არ არის სატელეფონო ჩანაწერი, ეს არის მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მისი ძმისშვილს, მორის მაჩალიკაშვილს შორის პირისპირ, უშუალო კომუნიკაცია. ეს ჩანაწერი მოპოვებულია სასამართლოს განჩინების საფუძველზე წარმოებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს. საუბარი პარლამენტის შენობის მიმდინარე ტერიტორიაზე შედგა”.

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნინო გიორგობიანი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის უფროსი

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სავარაუდოდ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა გუშინვე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.

იტვირთბა....