aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს იყო შეცდომა, რომელიც სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა დაუშვა” – მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის მიერ ტრამპის “ტვიტის” გაზიარებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ „ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე დონალდ ტრამპის ტვიტის გაზიარებას, რომელშიც ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატს ჯო ბაიდენს “მძინარას” უწოდებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს შეცდომა იყო, რომელიც დაუშვა სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა დაუშვა.

კითხვაზე, თუ რა ზომები მიიღო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ შეცდომასთან დაკავშირებით, მოისწრაფიშვილმა განაცხადა, რომ ეს ადმინისტრაციის შიდა საქმეა.

„ეს იყო შეცდომა, ჩვენი რესურსით ჩავატარეთ მოკვლევა და ეს იყო შეცდომა, რომელიც დაუშვა სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა”, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

იტვირთბა....