aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ობამების განცხადებით, სამეფო ოჯახში საზეიმო წუთების გამო, სასიამოვნოდ აღელვებულები არიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამეფო ოჯახს ახალი წევრის შემატების შემდეგ, პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ მეგანი და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ და გადაწყვიტეს, თავიანთი პატარა ორიოდე დღით მედიისაგან შორს ჰყავდეთ.

როგორც BBC წერს, ახალშობილი ბიჭუნა სამყაროს ორშაბათს, დილის 5 საათსა და 26 წუთზე მოევლინა.

მეგანის დედა, დორია რეგლენდი ამბობს, რომ უბედნიერესია.

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ, ბარაკ და მიშელ ობამებმა უკვე გააკეთეს კომენტარი და განაცხადეს, რომ სასიამოვნოდ აღელვებულები არიან სამეფო ოჯახში საზეიმო წუთების გამო.

აღსანიშნავია, რომ ბავშვისთვის სახელი ჯერ შეურჩევიათ, იგი სამეფო ტახტის რიგით უკვე მე-7 მემკვიდრეა.

იტვირთბა....