aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამ ეტაპზე უმრავლესობის დატოვებას არ ვაპირებ” – კაკულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

რომან კაკულია ირწმუნება, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ამ ეტაპზე არ აპირებს.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა, მმართველი გუნდის დატოვებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, კაკულია პასუხობს, რომ ამ ეტაპზე წასვლის გეგმა არ აქვს.

„გეგმა მაქვს, რომ ჩემი საქმიანობა ისე გავაგრძელო, როგორც სწორად მიმაჩნია. თუ შევადარებთ, ოპონენტები რაში გვეჯიბრებიან, ნახავთ, რომ იმაში კი არ გვეჯიბრებიან, რომ უკეთესად იციან, როგორ გაკეთდეს რამე ან უკეთეს ნაბიჯებს გვთავაზობენ, სიმართლის თქმაში გვეჯიბრებიან. სამწუხაროდ, ისეთი მდგომარეობა ყალიბდება, როცა ხელისუფლება სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო, სიმართლეს ვეღარ ამბობს და შემდეგ სიმართლის თქმით, ჩამოყალიბებული სხვა პარტიები ქვეყნის განვითარებას ვერ შეძლებენ. ამიტომ, მინდა, სიმართლის თქმის ხარისხი იყოს თანაბარი როგორც ჩვენთან, ასევე ოპოზიციაშიც” – განაცხადა კაკულიამ.

იტვირთბა....