aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“1-ლი მაისი – დასაქმებულთა უფლებებისთვის” – პროფკავშირები დღეს აქცია გამართავს 

aviabiletebi
ავიაბილეთები

1-ლი მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა. პროფკავშირების გაერთიანება მთავრობის ადმინისტრაციასთან, 17:00 საათზე მასშტაბურ, საპირველმაისო აქციას გამართავს.

მათი მთავარი მოთხოვნაა, მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის გაფორმდეს სოციალური კონტრაქტი, რომლითაც სახელმწიფო აიღებს კონკრეტულ ვალდებულებებს სოციალური უთანასწორობისა და რეალური სახალხო დემოკრატიის უზრუნველყოფის მიზნით.

“1-ლ მაისს, ოთხშაბათს, 17:00 საათზე გაიმართება პროფკავშირების გაერთიანების აქცია, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, ღირსეული შრომისა და აქტიური სოციალური პოლიტიკის განხორციელების მოთხოვნით.

ამ დღეს, მსოფლიოს მასშტაბით დასაქმებული ადამიანები, თავისი შრომითი უფლებების დაცვისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით მე-19 საუკუნის ბოლოდან აღნიშნავენ მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს.

ბრძოლა სოციალური სამართლიანობის მისაღწევად გრძელდება”!- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

❗1 მაისს პროფკავშირების მთავარი მოთხოვნა არის, რომ მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის გაფორმდეს სოციალური კონტრაქტი….

Gepostet von GTUC • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება am Donnerstag, 25. April 2019

იტვირთბა....