aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“სხვა ეკლესიები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას მოსკოვის გამო არ აღიარებენ” – უკრაინის პატრიარქი

aviabiletebi
ავიაბილეთები

„რადიო თავისუფლების“ უკრაინულ ბიუროსთან ინტერვიუში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ფილარეტმა განაცხადა, რომ სხვა ეკლესიები უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მოსკოვის წინააღმდეგობის გამო არ აღიარებენ.

„რუსეთის სახელმწიფო ერევა საეკლესიო საქმეებში. თავისი როლი შეასრულა ფულმა. ასევე რუსეთის საპატრიარქოს ხელმძღვანელები სხვადასხვა ეკლესიაში ჩავიდნენ და აგიტაციას ატარებდნენ, რომ ამ ეკლესიებმა მსოფლიო საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება არ აღიარონ“, – განაცხადა ფილარეტმა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საბოლოოდ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას ყველა მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის რუსეთიც აღიარებს.

იტვირთბა....