aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნაზი ჯანეზაშვილი: რომ არა ზაზა ხარებავას მხარდაჭერა, ირაკლი შენგელია ვერ გახდებოდა უვადო მოსამართლე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, თუ ზაზა ხარებავა და ირაკლი შენგელია იყვნენ ახლობლები, ამის შესახებ უნდა განეცხადებინათ და ერთმანეთთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში არ მიეღოთ მონაწილეობა.

მისი თქმით, რომ არა ზაზა ხარებავას მხარდაჭერა, ირაკლი შენგელია ვერ გახდებოდა უვადო მოსამართლე, რადგან ერთი ხმა დააკლდებოდა.

„მე უფრო დიდ პრობლემას ვხედავ სხვა რამეში, „მონიტორის“ ფილმში თავად ხარებავა საუბრობს, რომ მას ირაკლი შენგელიასთან აკავშირებს ნათელმირონობა. ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, საქართველოში ეს კავშირები ხშირად არის ძალიან ახლო. როცა სხვა წევრებს ჰქონდათ მსგავსი ტიპის ინტერესთა კონფლიქტი კონკურსების დროს, არ იღებდნენ მონაწილეობას იმ კანდიდატებთან მიმართებით, თუ მათთან ჰქონდათ რაიმე ტიპის ახლო ურთიერთობა და ასეთივე კავშირი. ხარებავას და ირაკლი შენგელიას მთელი ამ ხნის განმავლობაში, უკვე ორი წელი იწურება, რაც საბჭოს წევრია, არ განუცხადებიათ არც ერთხელ, რომ მათ ჰქონდათ ეს კავშირი და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი, როდესაც მაგალითად ირაკლი შენგელია უვადოდ დაინიშნა მოსამართლედ.
პრობლემას აქ ვხედავ. თუ ისინი იყვნენ ასეთი ახლობლები, ამის შესახებ ორივეს უნდა განეცხადებინა და ერთმანეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაში არ მიეღოთ მონაწილეობა. საპირისპიროდაც მოხდა იგივე. ზაზა ხარებავა არის იურიდიული სამსახურის ბორდის წევრი და იქ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა. იმ შემთხვევაში შენგელიამ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა და აქტიურად ლობირებდა. ანუ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვიყავით სიცრუეში, არ ვიცოდით მათი ახლობლობის შესახებ. მით უმეტეს ჩნდება ეჭვები, რომ შესაძლოა, სწორედ ამიტომაც მოხვდა ის საბჭოში. ისე იღებდნენ გადაწყვეტილებებს ერთმანეთთან დაკავშირებით, რომ ამის შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა. ვფიქრობ, საბჭოს აქვს გარკვეული საფუძველი, რომ ყველა იმ გადაწყვეტილებას გადახედოს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იტვირთბა....