aviabiletebi
მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ID ბარათები სულ 666-ებით გაგვსებოდეთ – “ბიბლიურმა თავისუფლებამ” წულუკიანი ანათემას გადასცა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“გირჩის” რელიგიურმა ორგანიზაცია “ბიბლიურმა თავისუფლებამ” იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსი სოსო გიორგაძე “ანათემას გადასცა”.

“ანათემა მხევალი ღვთისა თეონასი და მონა ღვთისა სოსოსი

სახელმწიფოსგან დევნილი ადამიანებისთვის მთაწმინდაზე კეთილი ადამიანის მოწყობილ კატაკომბაში რეგისტრაციაზე უკანონო უარის თქმის გამო, შერისხულ იქნენ მხევალი ღვთისა თეონა და მონა ღვთისა სოსოი.

ნორმატიული აქტის მიღება გდომოდეთ და ინდივიდუალური გამოგსვლოდეთ.

ყოველ დღე მეზობლები სასამართლოში გიჩიოდნენ და დავას პირველ ინსტანციაში მურუსიძე იხილავდეს, მეორეში ჩინჩალაძე, საკასაციოში კი მიქაუტაძე გხვდებოდეთ.

სახლის აშენება გინდოდეთ და კალაძე ნებართვას არ გაძლევდეთ; წყალი გწყუროდეთ და ჭიდან წყლის დასალევად ლიცენზიას გთხოვდნენ.

ყოველ ღამე სასამართლოს დამოუკიდებლობაზე კობახიძის და თალაკვაძის სიტყვები დაგსიზმრებოდეთ.

ID ბარათები სულ 666-ებით გაგვსებოდეთ.

იუსტიციის სახლი ისე გაგბანძებოდეთ, სტუმრები სახლში დაგყავდეთ და იქ აძლევდეთ სიმბოლურ პასპორტებს.

Just tax-ზე უკეთესი ტრანსპორტი არ გღირსებოდეთ.

ბახტაძეს მართლა ემართეთ.

ბიძინას მიეტოვებინეთ.

სამოთხის კართან პეტრეს ნაცვლად Tamaz Akhobadze დაგხვედროდეთ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო / psda
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო”.

“ბიბლიური თავიუსფლების: განცხადებით, ანათემაზე გადაცემის მიზეზია მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატ ჰერმან საბოს მხარდაჭერების მთაწმინდაზე რეგისტრაციის ხელოვნური შეფერხება.

იტვირთბა....