aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლევან ჯიბღაშვილს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, პატიმრობის უზრუნველყოფით

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მსახიობსა და ბიზნესმენ, ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, პატიმრობის უზრუნველყოფით. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ დღეს გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ მისი 15 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა,თუმცა, გირაოს ოდენობა არ დაუკონკრეტებია და განმარტა, რომ თანხის ოდენობა სასამართლოს განესაზღვრა.

დაკავებულს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი და მესამე ა ქვეპუნქტით, რაც 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შემდეგი სასამართლო სხდომა 4 ივნისს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

იტვირთბა....