aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ძიუდოისტი, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცოლზე მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, თორნიკე ნაგლიაშვილი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

თორნიკე ნაგლიაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით 5 მარტს დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად საინფორმაციო სააგენტო რეკორდერმა გაავრცელა. ძიუდოისტის დაკავების ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-151-ე მუხლით და 126¹ მუხლით წარედგინა, რაც ოჯახში დანაშაულისთვის პასუხისმგელობას, მუქარასა და ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ  ძიუდოისტს ცოლის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, თუმცა ის არაერთხელ დაარღვია. მათივე ინფორმაციით, ნაგლიაშვილი ცოლისთვის გაგზავნილი მუქარის შემცველი მესიჯების გამო დააკავეს, რომელიც ძიუდოისტის მეუღლემ პოლიციაში წარადგინა

იტვირთბა....