aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჰიპოტეზებით ვერ ვილაპარაკებთ, თუ დამადასტურებელი ფაქტები არ გვექნება” – გამყრელიძე რკინის შემცველობაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, არ გამორიცხავს, რომ  ბავშვების სისხლშის ტყვიით დაბინძურება ყოფილი სამხედორ ბაზების ირგვლივ ტერიტორიებზე იყოს.

მისივე თქმით, ამ დროისთვის არ არსებობს ზუსტი პასუხი, რითაც რეგიონებს შორის ტყვიის შემცველობის სხვაობა აიხსნება.

„დღეს ამას ვერ გეტყვით, რა თქმა უნდა, გარკვეული ჰიპოთეზები არსებობს, თუმცა ამ ჰიპოტეზებით ვერ ვილაპარაკებთ, თუ დამადასტურებელი ფაქტები არ გვექნება. ამიტომ კვლევები მიმდინარეობს, მათ შორის ნიადაგისა და წყლის,“ – ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ შედეგები რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარის რეგიონში ფიქსირდება.

2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა. კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, ბავშვების 16%-ში კი შედარებით მაღალი მატებაა.

იტვირთბა....