aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ლევან ჯიბღაშვილის ხელჩანთაში ნარკოტიკული საშუალება იდო

aviabiletebi
ავიაბილეთები

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატის განცხადებით, ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ლევან ჯიბღაშვილის ხელჩანთაში ნარკოტიკული საშუალება იდო, თუმცა ოდენობა ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის.

ლევან ჯიბღაშვილის ბრალი მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში გააცნეს. 

ადვოკატის ინფორმაციით, ჯიბღაშვილი არ უარყოფს, რომ ხელჩანთაში, რომელშიც სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებები იყო, მისი კუთვნილი ავტომობილიდან ამოიღეს.

“დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მას შემდეგ მივაწვდით, რაც ბრალის ფორმულირებას გავეცნობით.ლევან ჯიბღაშვილი მისი შემოწმების პროცესიდან მოცემულ მომენტამდე თანამშრომლობს გამოძიებასთან იმისათვის, რომ ამ საკითხის ირგვლივ ყველა ნიუანსი დადგინდეს. ის არასდროს უარყოფდა, რომ აღნიშნული ხელჩანთა, რომელშიც სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებები იყო, მისი ავტომობილიდან ამოიღეს. თუ ვის ეკუთვნოდა, რატომ იყო აღნიშნული ხელჩანთა მის ავტომობილში, ან რატომ აღმოჩნდა, ამის შესახებ გამოძიებას დაკითხვის პროცესში მივაწვდით ინფორმაციას”, – განაცხადა გიგუაშვილმა.

იტვირთბა....