aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საპენსიო რეფორმა სრულიად გაუაზრებელია” – ჭიაბერაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  “ოცნებამ”10 ათასობით ადამიანი ხაფანგში ძალდატანებით შეიყვანა, რომელსაც დაგროვებითი საპენსიო სქემა დაარქვა.

მისი განცხადებით, პრობლემა გახდა ისიც, სად განთავსდეს დაგროვებითი პენსიის შედეგად მობილიზებული თანხა.

„საზოგადოება ისედაც აღშფოთებულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალდატანებით 10 ათასობით ადამიანი ხაფანგში შეიყვანა, რომელსაც დაგროვებითი საპენსიო სქემა დაარქვა და, რომელიც ღირსეულ სიბერესა და პენსიას ვერ იძლევა, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა გამოჩნდა, როდესაც ხალხს უკვე ჯიბიდან ამოუღეს ფული და ახლა იმტვრევენ თავს, ეს ფული სად განათავსონ. საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტებულიც კი არ აქვთ“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

დეპუტატის შეფასებით, ეს მიუთითებს, რომ რეფორმა გაუაზრებელია.

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საპენსიო რეფორმა სრულიად გაუაზრებელია და „ევროპული საქართველო“ სწორედ ამ კითხვებზე მოვთხოვთ პასუხს საპენსიო სააგენტო თავმჯდომარეს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით საპენსიო სააგენტოს დირექტორს, ლევან სურგულაძეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

იტვირთბა....