aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ნადირობა არის პირველი პროფესია, რომელიც გენეტიკაში, მამაკაცის არსში დევს”

როდესაც მე გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ამირჩიეს, ამან დიდი აგრესია გამოიწვია, რომ როგორ შეიძლება მონადირე იყოს გარემოს დამცველი. მინდა გითხრათ, რომ ადამიანმა თავისთვის მტრულ გარემოში სწორედ ნადირობით და შეგროვებით გადაირჩინა თავი. ეს არის, მისი პირველი პროფესია, რომელიც გენეტიკაში, მამაკაცის არსში დევს…

ნადირობა ნებადართულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, არც ერთი ჩვენი წამყვანი რელიგია, რომელიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მოიცავს, არც ქრისტიანობა, არც ისლამი, ნადირობას, ხორცის ჭამას არ კრძალავს. ამიტომ ნადირობასთან ბრძოლა არ მიმაჩნია სწორად. მონადირეები იყვნენ ფოლკნერი, ჰემინგუეი, რევაზ ლაღიძე…
მოდის აღდგომა, ქართულ სუფრებზე მომზადდება უამრავი ბატკანი, საახალწლოდ იკვლება გოჭები… ამას არავინ აპროტესტებს ხომ? რა მნიშვნელობა აქვს ფორმას, (როცა სახეობის პოპულაციას არ ემუქრება საფრთხე) თუ კი შედეგი იგივეა”?

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზაზა ხუციშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

TVპირველის ეთერი

იტვირთბა....