aviabiletebi
მთავარი სამართალი ციტატა

როდესაც თავის მოქალაქეებს გვისწორდებიან, კენჭის სროლის უფლება არ გვაქვს?! – ალტერნატიული კრების წევრი

“როდესაც თავიანთ მოქალაქეებს, ხეობის ხალხს, ხელკეტებით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით გვისწორდებიან, ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ თავდაცვის მიზნით კენჭი ვესროლოთ?! ერთდერთ შვილს რომ უკლავენ, ღამით უვარდებიან და ტყვიას შუბლში ესვრიან, ჩვენ კემჭის სროლის უფლება არა გვქონია. ჩვენ რა, პირუტყვები გამოვდივართ მაშინ.ესეც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მინისტრის მიერ მიზანმიმართული ქმედებაა. სანამ ეს დაძაბულობა მოხდებოდა, ხალხის სიმრავლეს რომ შეხედეს, ჩვენ ხალხს ვაკავებდით პროვოკაციას რომ არ წამოვგებოდით, ვალაგებდით სიტუაციას. ვთხოვეთ მინისტრის მოადგილეს, საბანაძეს – არ გვინდა ეს ესკალაცია, ერთი თხოვნა გვაქვს, გააჩერეთ ის ტრაქტორი და ძალოვნები გაიყვანეთ-თქო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ემზარ ტოხოსაშვილი ალტერნატიული კრების წევრი გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა”;

შეგახსენებთ, რომ გუშინ პანკისის ხეობის მოსახლეობასა და სამართლადამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ჰესის მშენებლობას მოყვა. ხეობაში მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმიც.

დაშავებულები ამ დრომდე მკურნალობას თელავის საავადმყოფოში გადიან.

იტვირთბა....