aviabiletebi
მთავარი ციტატა

“შეცდომაა, როდესაც ამბის მოყოლა იწყება იქიდან რომ ქვები ესროლეს”

“აბსოლუტურად, სრულად და ყოველგვარი მაგრამის გარეშე სოლიდარული ვარ პანკისელების!
შეცდომაა, როდესაც ამბის მოყოლა იწყება იქიდან რომ ქვები ესროლეს, ტექნიკა დაწვეს აბა რა უნდა ექნათ. 🙁
ხელისუფლება იმისთვის არ არსებობს, რომ მუდამ მდევარის როლში იყოს, მუდამ რეაგირებდეს, ვერასოდეს გეგმავდეს, ორი ნაბიჯით წინ ვერ იხედებოდეს.
ქვების სროლა, გაწევგამოწევა… შედეგია ჩვენი ქვეყნის ყველა ხელისუფლის უუნარობის ერთი ციცქნა ქვეყნის კიდევ უფრო ერთი ციცქნა ხეობა მუდამ აფეთქების ზღვარზე არ ამყოფოს.
შევადრნაძეს, სააკშვილს, ივანიშვილს ყველას რიგრიგოთ, მრავალჯერადად და მუდმივად უფეთქდებათ პანკისი.
ეს მორალისტობა აბა რა ქნან ქვას თავი შეუშვირონ უადგილო და უსაგნოა. დიახ, უკვე შეშვერილი აქვთ ამ ქვისთვის თავი, კარგა ხანია, დღეს უბრალოდ ვიზუალიზაცია მოხდა ამის.
როცა ჩვენს პანკისში ჩავდით და ერთად მოვუაროთ, ერთად ვუშველოთ ჩვენს საერთო სამშობლოს კამპანია დავიწყეთ ორი მინისტრის გარდა ვერც ერთი ავიყოლიე, გიჟად მთვლიდნენ, აქ კი სრული გმობის კამპანია მომიწყეს 🙁 სანამ იქ ვიყავით კიდევ ვაკავებდით.
მერე ჩვენ რომ აღარ ვიყავით ყველაფერი ძველების მაგალითზე გააგრძელეს, სპეცოპერაციებით, სადამსჯელო მანქანით, სპეცრაზმებით თამაში 🙁
სანამ მინისტრს ეგონება, რომ:
— ჰესის გამო ესვრიან ქვას არაფერი ეშველება ამ პრობლემას 🙁
— ქვის სროლაა მთავარი პრობლემა არც მანამდე ეშველება რამე 🙁
მაგრამ ამის გაგება როგორც ჩანს უკიდურესად ძნელია”.

aviabiletebi
ავიაბილეთები

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი 

იტვირთბა....