aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ან მოვკვდებით, ან მშენებლობა შეჩერდება”: პანკისში სპეცრაზმია მობილიზებული

aviabiletebi
ავიაბილეთები

პანკისის ხეობაში დაპირისპირებაა ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის. მაცხოვრებლები ადგილზე ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილზე მივიდა შს მინისტრის მოადგილე, რომელმაც ხალხს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. ამ ეტაპისთვის სამუშაო პროცესი შეჩერებულია. მოსახლეობის რაოდენობა მატულობს. სამართალდამცავებს გზა აქვთ გადაკეტილი, თუმცა მოსახლეობამ შემოვლითი გზით შეძლო ჰესის მშენებლობის ადგილზე, მისვლა. ისინი ხელეკეტებით არიან შეიარაღებულები და პოლიციას წინააღმდგობას უწევენ.

ადგილობრივების განცხადებით ისინი არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი.

“ან მოვკვდებით, ან მშენებლობა შეჩერდება. გავიდნენ ხეობიდან პოლიციელები…” – აცხადებენ ადგილობრივები.

 

იტვირთბა....