aviabiletebi
მთავარი საზოგადოება ციტატა

“მე მაქვს დეპრესიული განწყობა, რომელიც მოსამართლეებთან დაკავშირებულმა პროცესმა”

„მე მაქვს დეპრესიული განწყობა, იმიტომ, რომ თავიდან პროცესმა შემიქმნა ეს განწყობა და ის არათუ არ მტოვებს, ახალ სიახლეებს მაჩვენებს. უბრალოდ არის მარტივი გადაწყვეტილება, რომ უზენაესი სასამართლო გახდეს ვიღაცის საკუთრება. პოლიტიკური მოცემულობა ვენეციის კომისიას რაც მე მახსოვს არცერთ თავის დასკვნაში არ ჰქონია გაჟღერებული და ისინი პირდაპირ გვეუბნებიან – პოლიტიკური მოცემულობა არის ასეთი, გყავთ ძალიან ცუდი იუსტიციის საბჭო და ის ყველა შემთხვევაში ცუდ პროდუქტს დაგიდებთ. მე მაინტერსებს ამ შემთხვევაში სახალხო დამცველის პოზიცია, როდესაც მას ათასობით ადამიანი მიადგება, სასამართლოდან გაწბილებული წამოსული, რომელმაც ვერ დაიცვა თავისი უფლებები და დაიწყებს სხვა ინსტიტუციის ძებნას. თუ ჩვენ უზენაესი სასამართლო და მთლიანად მართლმსაჯულება, როგორც უფლებადამცველი ინსტიტუცია დავკარგეთ, თქვენი საქმიანობის აზრი ამის მერე რამენაირად იქნება?!“

aviabiletebi
ავიაბილეთები

გედევან ფოფხაძე

პარლამენტის პლენარული სხდომა

იტვირთბა....