aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ცვლილებები საჭიროა, შემდეგი ვინ იქნება, მომდევნო დღეებს დაველოდოთ” – ქანთარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ გიორგი ქობულიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ცვლილებები არის დროის მოთხოვნა და საჭიროა.

„რეალობაა, რომ მმართველ გუნდში ცვლილებები მოხდეს. ეს ცვლილებები დაიწყო, რასაც მივესალმები. შემდეგი ვინ იქნება, შემდეგ დღეებს დაველოდოთ. ვფიქრობ, ცვლილებები და მეორე სუნთქვის გახსნა თვეების ამბავია. ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი და 2012 წლის შემქმნელი. ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის გვერდის ავლით ასეთი რამ არ ხდება. ცვლილებები საჭიროა და ვინ, როგორ, რანაირად, ამას დრო გვიჩვენებს“, – განაცხადა ქანთარიამ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მისთვის გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის მიზეზები უცნობია. მინისტრების საქმიანობის შეფასება კი, პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებაა.

„რატომ მიიღო მამუკა ბახტაძემ ეს გადაწყვეტილება, თავად განმარტავს. პრემიერს უფლება აქვს, გუნდის მცირე ნაწილი პარლამენტის ნდობის გარეშე განაახლოს. იმედია, პრემიერი გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს. არ გამოვრიცხავ, განმარტებები გიორგი ქობულიამაც გააკეთოს“, – აღნიშნა ქანთარიამ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი განსხვავებული შეხედულებების გამო, არავის სდევნის.

„მე განსხვავებული შეხედულებები რომ მქონდა, სხვები სად იყვნენ? განსხვავებული შეხედულებების გამო, ბიძინა ივანიშვილი არავის დევნის. სხვები სად იყვნენ, როცა ხშირ შემთხვევაში, არათუ, განსხვავებულ მოსაზრებას, არამედ საწინააღმდეგო აზრს ვაფიქსირებდი? ამას ჩემი და ბიძინა ივანიშვილის მეგობრობაზე, თანამშრომლობაზე გავლენა არ მოუხდენია. ეს კაცი ისეთი არ არის, როგორსაც ოპოზიცია წარმოაჩენს. ყველა შემთხვევაში, ახსნა-განმარტებასა და დასაბუთებას ითხოვს. დასაბუთებული პოზიციის შემთხვევაში, ივანიშვილს საკუთარი პოზიცია შეუცვლია“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ეკონომიკის მინისტრი გუორგი ქობულია გადადგა. მისი შემცვლელი კი ნათია თურნავა გახდა.

იტვირთბა....