aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქობულიას გადადგომაზე გადაწყვეტილების მიღება კონსულტაციებით მოხდა” – კახიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახა კახიშვილმა ჟურნალისტებთან ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას გადადგომასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი განცხადებით მინისტრის ცვლილებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს პრემიერი ხვალ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთებს.

„გადაწყვეტილების მიღება მოხდა კონსულტაციის შედეგად, როგორც ბატონ გიორგი ქობულიასთან, ისე, რა თქმა უნდა, დანიშვნის დროს ქალბატონ ნათია თურნავასთან, ამავდროულად უმრავლესობის ლიდერებთან

როდესაც მე ვსაუბრობ, რომ კონსულტაციის შედეგად მოხდა გადაწყვეტილების მიღება, ეს იმას ნიშნავს, რომ კონსულტაციის შედეგად გადაწყდა. სხვა განმარტებებს გააკეთებს ხვალ პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომამდე,“ – განაცხადა კახა კახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ეკონომიკის მინისტრი გუორგი ქობულია გადადგა. მისი შემცვლელი კი ნათია თურნავა გახდა.

იტვირთბა....