aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სიტყვა ხმაურით შეაწყვეტინეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტში პლენარული სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სიტყვა ხმაურითა და მაგიდაზე ხელების დარტყმით შეაწყვეტინეს. 

ანრი ოხანაშვილმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი უნდა წარადგინოს, საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს, ვიდრე ანრი ოხანაშვილი გამოვა სიტყვით, სახალხო დამცველი გამოვიდეს. 

ოპოზიციის მოთხოვნას  პარლამენტის თავმჯდომარე არ დაეთანხმა.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლა ნინო ლომჯარიამ, რამდენიმე დღის წინ თავად მოითხოვა და ამ წუთებში ის სხდომათა დარბაზში იმყოფება. ომბუდსმენის გამოსვლა სასამართლოების თემაზე დღის წესრიგით დღეს ისედაც დაგეგმილია.

იტვირთბა....