aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნინო გოგუაძე: ვფიქრობ, სწორი რეკომენდაციაა, რომ ყველა მოსამართლის არჩევა არ მოხდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო გოგუაძის აზრით, სწორი რეკომენდაციაა, რომ უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლე ახლა არ აირჩიონ.

როგორც “ქართული ოცნების” დეპუტატმა უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, კანონპროექტის მეორე მოსმენამდე გუნდი პოზიციებს შეაჯერებს და ყველა რეკომენდაცია აისახება კანონპროექტში.

„სამართლებრივი რეკომენდაციები რაც არის, ძირითადი ნაწილი იქნება ასახული კანონპროექტში. რაც შეეხება იმ რეკომენდაციებს, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო მეტად პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საჭიროებს, ვიდრე სამართლებრივ ცვლილებებს, ამაზეც იქნება საუბარი და ვფიქრობ, გუნდში ესეც შეიძლება იყოს განხილული. ვფიქრობ, სწორი რეკომენდაციაა ესეც, რომ ყველა მოსამართლის არჩევა არ მოხდეს ახლა და გადაიდოს შემდეგისთვის“, – განაცხადა გოგუაძემ.

იტვირთბა....