პანორამა თბილისის მშენებლობა, რომელზეც დღეს სამი მუშა დაშავდა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა, რამდენიმე საათიანი შემოწმების შემდეგ, შეაჩერა.
განცხადება ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ მშენებლობის ადგილიდან გამოსვლისას გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ „თბილისი პანორამის“ მშენებლობაზე სამი მუშა დღეს გადმოვარდა და დაშავდა. შემთხვევა თავისუფლების მოედანზე მოხდა.
გამოძიება შს სამინისტრომ 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ჩამოვარდნილი სამი მუშიდან ორი „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს, ერთი კი ინგოროყვას კლინიკაში. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.