aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სახანძრო დეპარტამენტი: შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი სრულ განადგურებას გადავარჩინეთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარიზის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ხანძრის ჩაქრობას 3-4 საათი დასჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას cnbc ავრცელებს.

ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი იმის ალბათობა, რომ ტაძრის კედლები მაინც გადარჩეს ახლა უფრო მაღალია ვიდრე რამდენიმე საათის წინ.

სახანძრო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამბობს: “შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ნაგებობა სრულ განადგურებას გადავარჩინეთ.”

პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი უკვე რამდენიმე საათია ცეცხლშია გახვეული, ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა ტაძრის სახურავი და გუმბათი ჩამოინგრა.

იტვირთბა....