aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხალხს აღქმა აქვს, რომ ნეპოტიზმი ფართოდაა გავრცელებული” – ზოიძე კვლევას აფასებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ კორუფციის საკითხზე “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე საუბრისას განაცხადა, რომ კორუპციისა და ნეპოტიზმის ფაქტი ძალიან საყურადღებოა.

მისი თქმით,  როგორც “საერთაშორისო გამჭირვალობა” წარმოადგენს ანგარიშებს, საქმე არც ისე ცუდად არის.

„ზოგჯერ რაღაც პოლიტიკურ ოპონირების რეჟიმს გავს ის, რა რეჟიმითაც არასამთავრობო ორგანიზაციები ანგარიშებს აქვეყნებენ და როგორი ფორმით ხდება ამ რეკომენდაციების წარდგენა. ხალხს აღქმა აქვს, რომ ნეპოტიზმი არის ფართოდ გავრცელებული. პირველ რიგში ეს არის მიმართულება, რომელზეც ხელისუფლების მხრიდან, მაქსიმალურად უნდა მოხდეს კონცენტრაცია. საჯარო სამსახურში ადამიანების მიღება ხდება ღირსებით, პროფესიონალიზმითა და არა ვიღაცის ნათესაური კავშირით. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ეს მენტალიტეტი შეიცვალოს. ამ კუთხით სამუშაო ნამდვილად ბევრია“ – განაცხადა ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ქვეყანაში კორუფციასთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა.

იტვირთბა....