aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტაქსის მძღოლების აქცია დასრულდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტაქსის მძღოლების აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, უახლოეს ხანებში დასახავენ სამოქმედო გეგმებს.

დღეს აგრარულ უნივერსიტეტთან ტაქსის მძღოლების აქცია გაიმართა. ისინი ახალ რეგულაციებს აპროტესტებდნენ. აგრარული უნივერსიტეტიდან ტაქსების მძღოლები ბიძინა ივანიშვილის სახლთან წავიდნენ და იქ გააგრძელეს პროტესტი.

შეგახსენებთ, დედაქალაქის მერი კახი კალაძე ინიციატივით გამოვიდა, რომ ქალაქში ქაოტური სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, ახალი რეგულაციები აუცილებელია.

ტაქსის მძღოლების განცხადებით, რეგულაციებით ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდებათ.

თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, ტაქსის მძღოლებს მანქანების თეთრად გადაღებვის ვალდებულება აღარ ექნებათ. 

თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსის მძღოლების ულტიმატუმს პასუხობს.

მისი განცხადებით რეფორმის გადადება არ მოხდება.

იტვირთბა....