aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია: ჩვენს ქვეყანაში ყველა მემარჯვენეა და არავის ადარდებს არც სიღარიბე, არც ეკონომიკური უთანასწორობა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ვფიქრობ, არსებობს მთელი რიგი ეროვნული საკითხები, რომლებზეც ყველას მართებს კონსენსუსი, შეთანხმება“, -ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, გრიგოლ გეგელიამ “მეტრონომთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, „რადგან, ჩვენს ქვეყანაში  ყველა მემარჯვენეა, არავის ადარდებს არც სიღარიბე, არც ეკონომიკური უთანასწორობა და არც განუვითარებლობის მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებით“.

„ის, რომ ჩვენს ქვეყანაში შიმშილობს ყოველი მე-5 ბავშვი, უნდა იყოს, ერთიანი, ეროვნული, პატრიოტული კონსენსუსის საგანი, რომ სანამ ყოველი მე-5 ბავშვი შიმშილობს ამ ქვეყანაში, ჩვენ რაღაცები უნდა მოვაგვაროთ, სასწრაფო, კრიზისულ რეჟიმში და არ ვილაპარაკოთ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: მონარქიული კონტექსტები თუ წითელი და მწვანე. ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, რათა მომავალი თაობა ადეკვატურად განვითარდეს, თავის ქვეყანაში, არ უწევდეთ  სხვაგან წასვლა განათლების მისაღებად, ან სამუშაოდ. აი, ეს არის ის საკითხები, რომლებზეც უნდა გვქონდეს ძალიან მკაფიო პოზიცია და უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

რაც შეეხება პოლიტიკურ იდეოლოგიებს, გეგელია მიიჩნევს, რომ განვითარებისთვის, ყველაზე სწორია მემარცხენე იდეოლოგია.

„ მე მგონია, რომ განვითარებისთვის, ყველაზე სწორია მემარცხენე იდეოლოგია, მგონია, რომ სწორედ მემარჯვენე ეკონომიკური პოლიტიკის, სოციალური პოლიტიკისა და ლოგიკის დამსახურებით არის ამხელა შემზარავი უთავსობა ჩვენს ქვეყანაში, რადგან ჩვენს ქვეყანაში ყველა არის მემარჯვენე , ამიტომ არავის ადარდებს არც სიღარიბე, არც ეკონომიკური უთანასწორობა და არც განუვითარებლობის მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებით. უკან უნდა ჩაიდოს სახსრები განვითარებაში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ფორმულა. ჩვენ გვჭირდება ინდუსტრიალიზაცია, ასევე რეინვესტირება განათლებასა და ჯანდაცვაში, რადგან თუ არ გვეყოლება განათლებული და ჯანმრთელი მოსახლეობა, ვერავითარ პროგრესს მივიღებთ. ამიტომ, ჩვენ ვართ განვითარების ხალხის გაძევებული ხმის დამაბრუნებლები ქართულ პოლიტიკაში,  ვაპირებთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, გავაგრძელოთ, სწორედ, პოლიტიკიდან გაძევებული ხმის დაბრუნება ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში“- განაცხადა, გრიგოლ გეგელიამ.

იტვირთბა....