aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

ბარსელონის მიტოვებულ სკოლაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები შიშობენ, რომ სამართალდამცველები განმეორებით სპეცოპერაციას ჩაატარებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ესპანეთში, ბარსელონის მიტოვებულ სკოლაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები შიშობენ, რომ სამართალდამცველები განმეორებით სპეცოპერაციას ჩაატარებენ. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

როგორც საქართველოს პირველ არხს ადგილზე მცხოვრებმა, ნათია ონიანმა განუცხადა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრიმინალის ბრალდებით სხვა პირების დაკავებაც იგეგმება.

„ამ დროისთვის არის სიმშვიდე, ადგილზე 31 ქართველი ვართ, მათ შორის 14 ბავშვი. აქ ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიდევ უნდა ჩატარდეს დღეს სპეცოპერაცია სხვა კრიმინალების დაკავების მიზნით, გვეშინია, რადგან არ გვინდა, ბავშვებმა კიდევ ერთხელ ნახონ სპეცრაზმელები და ის ვითარება, რასაც ორი დღის წინ შეესწრნენ. არ ვიცით, ეს რამდენად სიმართლეა, მაგრამ ასეთი ინფორმაცია ვრცელდება”,- განაცხადა ნათია ონიანმა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლობა ესპანეთში, მიტოვებულ სკოლაში შესახლებულებთან არ მისულა.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონაში სპეცოპერაციის შედეგად 66 მოქალაქე დააკავეს.

 

იტვირთბა....