aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მინისტრის მოსასმენად მისული მფრინავი, ეკა ქვლივიძე პარლამენტის სხდომაზე არ დაუშვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტში, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას მოსასმენად მფრინავი ეკა ქვლივიძე ” ევროპული საქართველოს” წევრ, ელენე ხოშტარიასთან ერთად მივიდა, თუმცა მას პარლამენტის სხდომათა დარბაზის ზედა იარუსზე შესვლის უფლება არ მისცეს.

ეკა ქვლივიძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში სისტემური პრობლემებია და მინისტრს ამაზე საჯაროდ საუბარი არ სურს.

მისივე თქმით, არაერთხელ სცადა თავდაცვის მინისტრთან კომუნიკაცია და სურდა, რომ მისი პრობლემების შესახებ პირადად ეთქვა, თუმცა მინისტრი ამ საკითხით არ დაინტერესდა.

„დღეს, უბრალოდ, მინდოდა მინისტრის მოსმენა. მაინტერესებდა, რას იტყოდა და რა გეგმები აქვს თავდაცვის სამინისტროს მომავალში, თუმცა ამის საშუალება არ მომეცა. გავაგრძელებ საკუთარი უფლებების დაცვას ყველანაირი სამართლებრივი წესით“, – აცხადებს ეკა ქვლივიძე.

ელენე ხოშტარიამ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სთხოვა, რომ ეკა ქვლივიძისთვის სხდომაზე დასწრების უფლება მიეცა, თუმცა უარი მიიღო.

„არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ადამიანები პარლამენტში მოდიან და სხდომას ესწრებიან. ამ ადამიანს აქვს პრობლემა თავდაცვის სამინისტროსთან და უნდოდა სხდომაზე დასწრება. მინისტრის მოსმენისას აუცილებლად დავსვამ კითხვებს ამ ადამიანის უფლებების შესახებ. მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ეკა ქვლივიძისთვის მიეცა სხდომაზე დასწრების უფლება, თუმცა კობახიძემ აღნიშნა, რომ რისკებს არ გამორიცხავს. როგორც ჩანს, პარლამენტის თავმჯდომარე ვერ იღებს საკუთარ თავზე ამ ადამიანის შეშვებას“, – განაცხადა ხოშტარიამ.

იტვირთბა....