aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უკრაინის ცესკო-ს თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზელენსკი და პოროშენკო იყრიან კენჭს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩვენების პირველი ტურის ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა. მეორე ტურში ერთმანეთს ვლადიმირ ზელენსკი და პეტრო პოროშენკო დაუპირისპირდებიან.

საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემების მიხედვით ვლადიმერ ზელენსკის ამომრჩევლების 30%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი, ხოლო მოქმედ პრეზიდენტს 16 %-მა მისცა.

უკრაინის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მესამე ადგილზე გავიდა იულია ტიმოშენკო, რომელსაც ხმა ამომრჩევლების 13,4%-მა მისცა, მეოთხე იყო იური ბოიკო 11,67%-ით. ყველა სხვა კანდიდატმა 10%-ზე ნაკლები მიიღო. პირველ ტურში სულ 39 კანდიდატი მონაწილეობდა.

იტვირთბა....