aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეზობლის ინფორმაციით, გლდანში მძარცველებმა ქალი გაკოჭეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სამი ნიღბიანი შეიჭრა. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.

როგორც მეზობლებმა ტელეკომპანიის განუცხადეს, შემთხვევიდან რამდენიმე წუთის შემდეგ სახლში ის ქალი მივიდა, რომელიც დაკეტილ ბინას მეთვალყურეობდა. მისივე ინფორმაციით, მძარცველებმა ქალი შეკრეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, სახლიდან კი სხვადასხვა ნივთი წაიღეს და მიიმალნენ.

მეზობლების ინფორმაციით, ქალის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო, თუმცა ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გამოძიება ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.

უკვე გამოიკითხნენ მეზობლები და დაზარალებულიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

იტვირთბა....