aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი ანდრიაძე: “გირჩის” საპირწონედ შეიქმნა მართლმადიდებლური ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს ჯარისგან გაათავისუფლებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“გირჩის” ალტერნატივად, შეიქმნა მართლმადიდებლური ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს ჯარისგან გაათავისუფლებს,  – ინფორმაციას ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის მმართველი გიორგი ანდრიაძე ავრცელებს.

“თავისი მრწამსით ეს არის მართლმადიდებლური ორგანიზაცია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა საქართველოში. ამ ორგანიზაციის სახელით ჩვენ სწორედ იგივე პრივილეგია მივეცით ახალგაზრდებს და არ ვუშვებთ სამხედრო სამსახურში, ვინც მიმართავს ამ ორგანიზაციას. ამ მიმართულებით, ამ კუთხით გავათავისუფლეთ უამრავი ახალგაზრდა იმისაგან, რომ მიემართა სექტანტური, ანტიმართლმადიდებლური ორგანიზაციისათვის, რომელიც შექმნა ე.წ. პოლიტიკურმა ორგანიზაცია გირჩმა”, – განმარტავს ანდრიაძე.

მისივე განცხადებით, ორგანიზაცია თურქეთში არსებულ, ისტორიულად ჩამოყალიბებულ კატაკომბურ ეკლესიას წარმოადგენს, რომელიც თავისი მრწამსით მართლმადიდებლური ორგანიზაციაა.

მისი თქმით, “გირჩის” რელიგიური ორგანიზაციიდან უკვე ასობით ახალგაზრდა გადავიდა მის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციაში.

“გირჩმა, დესტრუქციულმა, ანტიქართულმა, ანტიმართლმადიდებლურმა ორგანიზაციამ შექმნა ის რეალობა, რომ თავის სექტანტურ გაერთიანებაში გააწევრიანა და გაათავისუფლა ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან”, — აცხადებს ანდრიაძე და დასძენს, რომ ორგანიზაციის მიზანია, ხელისუფლებამ სავალდებულო გაწვევის შესახებ კანონი შეცვალოს.

“კანონის მანკიერი მხრიდან გამომდინარე არ უნდა მიეცეთ ახალგაზრდებს უფლება, გაწევრიანდნენ ისეთ ანტიქართულ და ანტიმართლმადიდებლურ ორგანიზაციაში, რომელიც შექმნა გირჩმა. ჩვენ მივეცით საშუალება ახალგაზრდებს, თავი დაეღწიათ ამ სექტანტური გაერთიანებისათვის. იმედია, მომავალში ძალიან ცოტა ადმიანი დარჩება გირჩის სექტანტურ ორგანიზაციაში და ყველანი გადმოვლენ ჩვენს მართლმადიდებლურ ორგანიზაციაში, რომელიც, რა თქმა უნდა, არის მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელი ნაწილი. ეს წერია ჩვენი ორგანიზაციის წესდებაში”, – განამრტავს მაჟორიტარობის კანდიდატი.

იტვირთბა....