aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხვიჩია – დღეს ვარ კრიმინალი, რადგან წუხელ მარიხუანა მოვწიე (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

“გირჩის”თავმჯდომარე იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს და აცხადებს, რომ ის ახლა არის კრიმინალი, რადგან გუშინ მოწია მარიხუანა და ახლა საჭესთანაა.

შეგახსენებთ, რომ ნარკოტესტის გამოყენება, რომლითაც მძღოლის მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ავტომანქანის მართვისას ადგილზევე დადგინდება და ამისთვის მისი ნარკოლოგიურ ცენტრში გადაყვანა საჭირო აღარ გახდება, 1 აპრილიდან დაინერგება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნერწყვის მეშვეობით ნარკოტიკული თრობის დასადგენი ტესტები“ უკვე შეიძინა. ტესტირებისას ნერწყვის შეგროვებისთვის საჭირო დრო 3 წამი იქნება. კერძოდ, ნარკოტესტით შესაძლებელია იმის დადგენა, არის თუ არა მძღოლი: მარიხუანის, ამფეტამინის ჯგუფის, მეტამფეტამინის (მათ შორის ექსტაზის), კოკაინის, ოპიატების (მორფის, ჰეროინის) ზემოქმედების ქვეშ. მარიხუანის შემთხვევაში ტესტი ავლენს ყველა იმ შემთხვევას, როცა ნარკოტიკული საშუალება მიღებულია 8 საათის განმავლობაში.

Gepostet von Iago Tertön Khvichia am Montag, 1. April 2019

იტვირთბა....