aviabiletebi
მთავარი ციტატა

გახარია – კანონით ნარკოტიკული თრობის ალკოჰოლურთან გათანაბრება შეუძლებელია

“ჩვენ ვთქვით, რომ მაშინ როდესაც ადამიანი კლინიკური ნარკოტიკული თრობის ქვეშ არის,  ავტომობილის მართვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი უნდა იყოს. ჩვენ საზოგადოებაში როდესაც მოხდა მოხმარების ფაქტობრივი მოხმარება ეს სფერო შემდგომ დარჩა უკონტროლო. სიმთვრალის ნაწილიც შეიძლება გამკაცრდეს. მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ ნარკოტიკული საშუალების რეალიზება და გასაღება ამ ქვეყანაში ლეგალური არ არის, შესაბამისად ნარკოტიკული თრობა ალკოჰოლური თრობასთან რომ გავათანაბროთ ეს შეუძლებელია, რადგან ეს სხვადასხვა რანგისაა”, – განაცხადა შს მინისტრმა “იმედი LIVE”-ის ეთერში.

aviabiletebi
ავიაბილეთები

შეგახსენებთ, რომ ნარკოტესტის გამოყენება, რომლითაც მძღოლის მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ავტომანქანის მართვისას ადგილზევე დადგინდება და ამისთვის მისი ნარკოლოგიურ ცენტრში გადაყვანა საჭირო აღარ გახდება, 1 აპრილიდან დაინერგება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნერწყვის მეშვეობით ნარკოტიკული თრობის დასადგენი ტესტები“ უკვე შეიძინა. ტესტირებისას ნერწყვის შეგროვებისთვის საჭირო დრო 3 წამი იქნება. კერძოდ, ნარკოტესტით შესაძლებელია იმის დადგენა, არის თუ არა მძღოლი: მარიხუანის, ამფეტამინის ჯგუფის, მეტამფეტამინის (მათ შორის ექსტაზის), კოკაინის, ოპიატების (მორფის, ჰეროინის) ზემოქმედების ქვეშ. მარიხუანის შემთხვევაში ტესტი ავლენს ყველა იმ შემთხვევას, როცა ნარკოტიკული საშუალება მიღებულია 8 საათის განმავლობაში.

იტვირთბა....