aviabiletebi
მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

ნათელაშვილი – ზელენსკის პირველ ადგილზე გასვლა ნიშნავს, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო ვერ შედგა

” წეღან ჩვენზე ვწერდი, რომ მზად არ ვიყავით დამოუკიდებლობისათვის. უკრაინაში კომედიანტ ზელენსკის პირველ ადგილზე გასვლა საპრეზიდენტო არჩევნებში ნიშნავს, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო საერთოდ ვერ შედგა.თან სასიამოვნოა შენზე უარესს რომ აღმოაჩენ თანაც გულსატკენია იმის წარმოდგენა თუ რა ზეიმია ახლა პუტინის კრემლში. მათ სამწუხაროდ ამ შედეგებმა გაუმყარა კონცეფცია, რომ უკრაინა ხელოვნურად შეკოწიწებული არ არსებული ერია ანუ იგივე რუსებია. დაღუპულია ის სახელმწიფო,ქვეყანა,საზოგადოება სადაც ხალხი სახელმწიფო მმართველობაში ირჩევს არა პოლიტიკოსებს არამედ, ოლიგარქებს, ვაჭარ-ბიზნესმენებს, სპორტსმენებს, მსახიობებს, კრიმინალებს”, – წერს სოციალურ ქსელში “ლეიბორისტული” პარტიის წევრი შლვა ნათელაშვილი.

aviabiletebi
ავიაბილეთები

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, მსახიობსა და შოუმენ ვლადიმირ ზელენსკის ამომრჩეველთა ხმების 30,4% აქვს,  ხოლო ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს 17.8 პროცენტი.

იტვირთბა....