aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინაში სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკრაინის გენერალურმა პრიკურატურამ შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ პრესაში ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ გაავრცელა. სააკაშვილს უკრაინის უშიშროებამ თავის დროზე ბრალი წაუყენა, რომ ის ერთ-ერთი დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან იყო კავშირში.

“მე გამოვითხოვე ინფორმაცია როგორც გენერალური პროკურატურიდან, ასევე უსაფრთხოების სამსახურიდან და მივიღე პასუხი, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება გაურკვეველ ვადამდე შეჩერდა.” – აცხადებს ადვოკატი ჩერნოლუცკი.

მისი თქმით, რეალურად, ამის მიზეზი ის არის, რომ უკრაინელმა სამართალდამცველებმა ვერ მოახერხეს  მიეღოთ ჰოლანდიიდან საერთაშორისო სამართლებრივი მხარდაჭერა.

ამის შემდეგ სააკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ აპირებს უკრაინაში ჩასვლას და აპრილის დასაწყისისისთვის ავიაბილეთიც კი შეიძინა. მოგვიანებით, მან აღნიშნა, რომ ბილეთის აღების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ “კონტუზია დამართა უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს”.

შეგახსენებთ, 2018 წლის 12 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილი კიევში, რესტორან “სულგუნში” დააკავეს და ბორისპოლის აეროპორტისკენ გაამგზავრეს, საიდანაც მისი პოლონეთში დეპორტაცია მოხდა.

იტვირთბა....