aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

წულაიამ ქუთაისის მერიის წინ ღამის ქოთნები მიიტანა (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრმა გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ ღამის ქოთნები მიიტანა. წულაიას განცხადებით, ქალაქში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების ნაწილი პერიოდულად ფუნქციონირებს. მათ შორის, ცეტრალურ ბულვარსა და ავტომშენებლის ქუჩაზე, თუმცა, უმეტესწილად ისინიც დაკეტილია. ჯავახიშვილის ქუჩასა და წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საპირფარეშოებს კი არასდროს უმუშავია. ინფორმაციას “ქუთაისის პოსტი” აქვეყნებს.

“ქალაქში ერთი ტუალეტი გახსნა უნდა შეგეძლოს მერს ქალაქის მართვაზე რომ გაქვს პრეტენზია. სხვათა შორის დამპირდნენ, რომ კალაძესაც გამოუგზავნიან და თბილისშიდაც მერიას მივუტან ასეთ ღამის ქოთნებს”, – ამბობს გოგი წულაია.

საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრომლემის მოსაგვარებლად, ქუთაისის მერია აუქციონი მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადა. მერიის ეკონომიკის სამსახურში განმარტავენ, რომ ოთხივე საპირფარეშო ხელშეკრულების დადებიდან ერთი თვის ვადაში უნდა ამოქმედდეს. მერიაში ირწმუნებიან, რომ საპირფარეშოების გასხვისება პრობლემას მოაგვარებს.

იტვირთბა....