aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხელისუფლებას სოც. სამსახურის მნიშვნელობა არ ესმის – დოლიძე სოც. მუშაკებს სოლიდარობას უცხადებს (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მთავრობის კანცელარიის წინ მყოფ სოციალური მუშაკების აქციას უერთდება და ვიდეომიმართვას ავრცელებს.

დოლიძის განცხადებით, სოციალური მუშაკი ოჯახის პირველი ხმარდამჭერია და მთავრობას ამ ინსტიტუტის მნიშვნელობა არ ესმის. დოლიძის მიმართვას სოლიდარობის ქსელი ავრცელებს.

ანა დოლიძე სოლიდარობას უცხადებს სოციალურ მუშაკებს!!!ანა დოლიძე Anna DolidzeAnna Dolidzeსოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის#სოცმუშაკები #გაფიცვა

Gepostet von სოლიდარობის ქსელი / Solidarity Network am Montag, 25. März 2019

მთავრობის კანცელარიასთან სოციალური მუშაკების აქცია დილიდან მიმდინარეობს. ისინი ქვეყნის მასშტაბით სწორედ გაიფიცნენ და საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარს იქამდე ამბობენ, ვიდრე მათი მოთხოვნები:

სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ხელფასების ზრდა, ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარება, კადრების დამატება და სხვადასხვა სერვისების ამოქმედება არ დაკმაყოფილდება.

სოციალური მუშაკების დიდმა ნაწილმა ამ ფორმით თავისი არჩევანი გააკეთა, ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ. გარანტი ვართ, რომ სოციალური პროგრამების არც ერთი ნაწილი არ იქნება შეფერხებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს სოციალური მუშაკების გაფიცვაზე საუბრისას განუცხადა.

სოციალური მუშაკების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება აქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტრო უზრუნველყოფს იმ სოციალური სერვისების უწყვეტ რეჟიმში შეფერხებების გარეშე მიწოდებას, რომელსაც სოციალური სამუშაო ითვალისწინებს და სოციალური მუშაკი ახორციელებს.

იტვირთბა....