aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხადას ხეობაში​ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს ყველა წარდგენილ ბრალდებაში, გარდა ერთისა. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

კობაური დამნაშავედ ცნეს გაუპატიურებაში, განზრახ მკვლელობაში განსაკუთრებული სისასტიკით, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში, განზრახ მკვლელობაში სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.

რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლს, ამ ბრალდებაში მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ვერდიქტი მათთვის განსაზღვრულ პირველ ოთხ საათში გამოიტანა.

პროკურატურის ინფორმაციით, მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმიტის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....