aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მსჯავრდებული სასულიერო პირის ძმის, თორნიკე მამალაძის, ინფორმაციით, დღეს, დილით, დეკანოზი ციხის საავადმყოფოში ისევ ცუდად გახდა, თუმცა, მისი სხვა კლინიკაში ტრანსპორტირება არ მომხდარა.

„მას აქვს მაღალი ტემპერატურა, ხან უვარდება 35-ზე. მას არ ეძლევა მედიკამენტები გამომდინარე იქიდან, რომ არა აქვთ. მას მოუწია მედიკამენტის ყიდვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მედიკამენტით მისი მკურნალობა ვერ მოხერხდა. ექიმიც ფიზიკურად არ არის დღეს, რომ უთხრას, რა მედიკამენტი მიიღოს. იმასაც ვერ ეუბნებიან, თუ რას სჭირს. როგორც თვითონ ამბობს, სავარაუდოდ, ვირუსი აქვს, მაგრამ ეს ვირუსი რას უკავშირდება, ვერ ამბობს თვითონ, რადგან გასინჯული არ არის ჯერჯერობით ექიმისგან,“ – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

მსჯავრდებულის მონახულებას ცოტა ხანში სახალხო დამცველის წარმომდგენლები გეგმავენ.

უკვე რამდენიმე კვირაა, გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები დეკანოზის ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მას სათანადო მკურნალობა არ უტარდება.

 

იტვირთბა....