aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გთავაზობთ არა გამოცდების მოხსნას, არამედ სასკოლო შეფასებების რეფორმირებას” – ბატიაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელსაც ინტერპელაციის წესით პარლამენტში უსმენენ განაცხადა, რომ საქართველოს მოსწავლეების შედეგები საერთაშორისო შეფასებებში ისევ დაბალია და ეროვნული შეფასებების შედეგების მიხედვით მოსწავლეების უმეტესობას დაბალი კომპეტენციები აქვს, ადასტურებს, რომ სასკოლო გამოსაშვები გამოცდების შემოღებით განათლების სისტემაში არაფერი შეცვლილა სწავლა-სწავლების გაუმჯობესების კუთხით.

მინისტრი მიიჩნევს, რომ ტესტი სათანადოდ არ ამოწმებდა იმ მასშტაბური პროგრამის დაძლევის შედეგს, რაც სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმით არის მოთხოვნილი, შესაბამისად, მოკლებული იყო სანდოობასა და ვალიდურობას.

მისივე თქმით, ტესტური დავალებები ვერ აფასებდა მაღალ სააზროვნო უნარებს და ორიენტირებული იყო ძირითადად ფაქტობრივი ცოდნის შემოწმებაზე.

„ტესტის ჩაბარების შედეგები არ ასახავდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კომპეტენციების ფლობის მიმართულებით მოსწავლეთა რეალურ შესაძლებლობებს. ცენტრალიზებული სასკოლო გამოსაშვები გამოცდების დაწესებით მოსწავლეების დასწრება არათუ გაუმჯობესდა, არამედ პირიქით, გაუარესდა. მოსწავლეები მოწყდნენ საგაკვეთილო პროცესებს და ცენტრალიზებული გამოცდებისთვის მოსამზადებლად დაიწყეს სკოლის გარეთ მომზადება. რეალურად, მთავარი აქცენტი ბოლო კლასებში გადავიდა გამოცდის ჩაბარებისთვის მზადებაზე და არა სასწავლო პროცესზე, რამაც დაასუსტა სკოლა, როგორც ინსტიტუცია და რეალურად, სკოლამ ვეღარ შეძლო მისი მთავარი ფუნქციის – გამართული სასწავლო პროცესის წარმართვა ისე, როგორც ეს ეროვნული სასწავლო გეგმით არის განსაზღვრული“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს უსმენენ.

იტვირთბა....