მიხეილ ბატიაშვილი: ცვლილებები გამოცდების სისტემაში არის განათლების ერთიანი რეფორმის ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი - Metronome.Ge
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ ბატიაშვილი: ცვლილებები გამოცდების სისტემაში არის განათლების ერთიანი რეფორმის ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი

„მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გავეცი ყველა შეკითხვას პასუხი და წერილობითაც მაქვს წარმოდგენილი, ამჯერადაც მზად ვარ ყველა თქვენს შეკითხვას ვუპასუხო. შესაბამისად, თვითონ გამოვთქვი აქ მოსვლის სურვილი“, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმა გულისხმობს მისი ყველა მიმართულების სრულ ტრანსფორმაციას და მოიცავს, როგორც სკოლამდელ, ასევე ზოგადი, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერება.

„ცვლილებები გამოცდების სისტემაში არის განათლების ერთიანი რეფორმის ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. წლების წინ ცენტრალიზებული სასკოლო გამოსაშვები გამოცდების დაწესება ემსახურებოდა შემდეგ მიზნებს – სკოლის მიმართ ინტერესის გაზრდა, სკოლებში მოსწავლეთა დასწრების გაუმჯობესება, სკოლის გაძლიერება და ხარისხის გაუმჯობესება, დამატებით მომზადების საჭიროების შემცირება, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაუმჯობესება, სკოლების ანგარიშვალდებულების გაზრდა და სხვა. სისტემის გაუმჯობესების მცდელობა მხოლოდ ასეთი გამოცდების დაწესებით იყო შეცდომა. რეალურად, ზემოთ აღნიშნული შედეგები არ დადგა“, – განაცხადა მინისტრმა.

ამავე თემაზე
იტვირთბა....