რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, დონალდ ტრამპის მიერ გოლანის სიმაღლეების ისრაელისადმი მიკუთვნება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.
მისივე თქმით, აღნიშნული ტერიტორიის მფლობელობის საკითხი გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1981 წლის რეზოლუციით არის განსაზღვრული.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დროა, აშშ-მ სრულად აღიაროს ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობზე.
როგორც მან სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, აღნიშნული საკითხი ისრაელისთვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.